ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში უკვე მეორე დღეა მაშველები 15 წლის ანდრო ლაგვილავას ეძებენ. არასრულწლოვანი გუშინ საღამოს სახლიდან რძის მოსატანად წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა.
დაკარგულის ახლობლები ამბობენ, რომ ბავშვი ეპილეფსიით იყო დაავადებული. ოჯახის წევრები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვი, შესაძლოა, აფხაზებს გაეტაცებინათ, მეორე ვერსიით კი, ის, შესაძლოა, მდინარე რუხისწყალში ჩავარდნილიყო.