ნატოს 28 წევრი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრების არაოფიციალური შეხვედრა 4-5 თებერვალს სტამბულში გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ნატოს გენერალრი მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრი ძირითადი თემა ავღანეთში შექმნილი სიტუაცია იქნება. ისაუბრებენ ასევე ამ ქვეყანაში საერთაშორისო სამშვიდობო კონტიგენტების შემადგენლობაში გაგზავნაზე.
შეგახენებთ, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების წინა არაოფიციალური შეხვედრა 2009 წელს ბრატისლავაში გაიმართა.