ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ეკა ბესელიასთან თანამშრომლობას აგრძელებს. როგორც მან პარტია "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წარდგენისას განაცხადა, ეკა ბესელია "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს.
"ეკა ბესელიასთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ. ეკა ბესელია ცდილობს დაიხსნას "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი სააკაშვილის კლანჭებისგან. ეკა ბესელია დღეს დაკავებულია ამ ოფისთან დაკავშირებული იურიდიული დავის საკითხებით. პარტიის ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და მას ექნება საშუალება თუ სურვილი ექნება გაწევრიანდეს მომავალ პარტიაში", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საინიციატივო ჯგუფის წარდგენა დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში გაიმართა.