ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში 14 ადამიანს ცოფის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა ნუნუ ნოზაძემ განუცხადა, მათ ცოფით დაავადებულ ძაღლებთან ჰქონდათ კონტაქტი.
„სოფელშიმეძებარ ძაღლს ცოფი აღმოაჩნდა, რომელმაც კიდევ ორი ძაღლი დაკბინა. ცხოველები დაკბენის შემდეგ მოკვდნენ. თოთხმეტივე ადამიანს დაავადებულ ძაღლებთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა და ამიტომ მათთვის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება გახდა აუცილებელი. მათ აცრები დროულად ჩაუტარდათ და პანიკის საფუძველი არ არსებობს. 18 წლამდე მოზარდებს აცრები უფასოდ უტარდებათ, ხოლო ზრდასრულებისთვის პირველი აცრა 20 ლარი ღირს, შემდგომი კი 7 ლარი", - აღნიშნა ნუნუ ნოზაძემ.