თბილისი.21.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტმა 17 სექტემბერს თაღლითობის ბრალდებით დააკავა ადვოკატი ვალერი წოწორია.
წოწორიამ ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარლთსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულის ოჯახს სხვადასხვა დროს, მოტყუებით, გამოართვა 10 000 აშშ დოლარი და 5000 ლარი. ადვოკატი ბრალდებულის ოჯახს ატყუებდა, თითქოს თანხა მაღალჩინოსნისთვის უნდა გადაეცა საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად.
ვალერი წოწორიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ~ბ~ ქვეპუნქტით წარედგინა და სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა ორი თვის ვადით. ხსენებული მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების