დიდთოვლობაა მცხეთა-მთიანეთში. გარესამყაროს მოწყვეტილია ხადას ხეობა. რეგიონში თოვლის საფარის სიმაღლემ ერთ მეტრს გადააჭარბა. გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად ყველაფერი მზადაა, თუმცა ზვავსაშიშროება სამუშაოების დაწყებას აფერხებს.
"გვყავდა ტექნიკა მოყვანილი, მაგრამ ვერ მოხერხდა სამუშაოს შესრულება. ველოდებით მძიმე ტექნიკას, რომ გავხსნათ გზები და შესაძლებელი გახდეს სოფლებში შესვლა", - აცხადებენ სამაშველო სამსახურში.