ახმეტის რაიონის სოფელ ფიჩხოვანში ელგუჯა ქოჩიაშვილის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსმა ბესიკ ნაპირელმა განუცხადა, სახლში ხანძარი ბუხრიდან გაჩნდა.
მაღრაანის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის გელა მექვევრიშვილის განცხადებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაზარალებულ ოჯახს 500 ლარით და ხე-მასალით დაეხმარება. ელგუჯა ქოჩიაშვილი თავს დროებით ნათესავის სახლს აფარებს.