თელავში, თამარის ქუჩა N53-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავმა თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო და მეორე სართული ჩამოინგრა. შემთხვევა ღამით მოხდა. სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ისინი არ დაშავებულან.
სახლს სახურავი და მეორე სართულის კედლები მთლიანად ჩამონგრეული აქვს. ოჯახის წევრებმა ღამე სახლის პირველ სართულზე, ერთ ოთახში გაათენეს.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნეს, რომ შექმნილია სპეციალური კომისია და ზარალს ითვლიან. გამგეობა მაისურაძეებს დახმარებას პირდება.