დღეს, 8 თებერვალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ზუგდიდს ეწვევა.
ზუგდიდში დაგეგმილ მთავრობის სხდომამდე რურუა ზუგდიდის რამდენიმე კულტურულ დაწესებულებას მოინახულებს. 12:30 საათზე იგი შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის შენობას დაათვალიერებს.
13:00 საათზე სამხატვრო გალერეის დარბაზში მინისტრი სახელოვნებო სკოლების პედაგოგებს შეხვდება და რამდენიმე მათგანს დამსახურებული პედაგოგის წოდებას მიანიჭებს.