8 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე, საქართველო-თურქეთის ბიზნესურთიერთობების 50-წევრიან საბჭოს შეხვდება. თავმჯდომარე საბჭოს აჭარაში არსებული ბიზნესგარემოს, მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილი პროექტებს გააცნობს. საუბარი შეეხება თურქეთის რეგიონებისა და აჭარის კულტურულ-ეკონომიკურ და ტურისტულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.
ვარშალომიძე სტამბოლში სასტუმრო ბიზნესისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, რომელშიც მსოფლიო ბრენდები მონაწილეობენ.