ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად, რომელმაც დამბის დაშლა გამოიწვია, ხუთი ადამიანია დაღუპული.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
წყლის დონის ამაღლების გამო, რომელიც თოვლის დნობამ და კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია, კრიზისული სიტუაცია შეიქმნა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კიდევ ორი დამბის დანგრევის საშიშროება არსებობს.