ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა. დაზარალდა ორი ოჯახი. მათი ბინები მთლიანად განადგურდა.
ხანძრის გაჩენის მომენტში ერთ-ერთ ბინაში 6 წლის ბავშვი მარტო იმყოფებოდა. თუმცა, მისი გამოყვანა მეზობლებმა დროულად მოახერხეს.
ცეცხლსი ჩაქრობა სახანძრო ბრიგადებმა დაახლოებით ერთ საათში შეძლეს. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.