ძლიერი ყინვის გამო მცხეთაში მდინარე მტკვარი გაიყინა. არაგვისა და მტკვრის შესართავთან მდინარე რამდენიმე სანტიმეტრის სისქის ყინულმა დაფარა. როგორც ადგილობრივები იხსენებენ ასეთი უჩვეულო მოვლენა მცხეთაში დიდი ხანია არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ყინვები რამდენიმე დღეა გრძელდება. სინოპტიკოსები ყინვისა და თოვის გაგრძელებას 10 თებერვლამდე ვარაუდობენ.