ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ცოფით ინფიცირებული 47 წლის მამაკაცი მოათავსეს. საავადმყოფოს დირექტორის, მადონა სართანიას ინფორმაციით, ინფიცირებულის მდგომარეობა უმძიმესია და მკურნალობას არ ექვემდებარება.
ზუგდიდის მკვიდრს ორი თვის წინ კატამ უკბინა, თუმცა შემთხვევისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
სართანიას განცხადებით, პაციენტს დროულად არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისთვის, რაც ავადმყოფობის გართულების მიზეზი გახდა.