არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" 3 თებერვალს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართა.
ორგანიზაციის თანამშრომლებმა კომისიისგან მოითხოვეს გააუქმდეს საკომუნიკაციო კომპანიების გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სააბონენტო ნომრებზე 0,20 ლარისა დაქვითვას.
"როგორც ცნობილია, 2011 წლის 27 დეკემბრის მთავრობის #489 დადგენილების ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი" შესაბამისად დადგენილია კონკრეტული მომსახურება და მომსახურებისათვის საფასური და განაკვეთები. მთავრობის დადგენილების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საფასური გადაიხდება სააბონენტო ნომერზე, რომელზეც კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა. თუმცა, იმის გამო, რომ კოკრეტული მოსარჩელეები, რომლებიც 112-ის მომსახურებით არ უსარგებლიათ, მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციის კომპანიის მიერ დაუსაბუთებელი და არასწორია მომსახურების საფასურის 0,20 ლარის ჩამოჭრა", - მიიჩნევენ "კონსიტუციის 42-ე მუხლში".
,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ითხოვს, რომ "კომუნიკაციების კომისიამ განიხილოს საჩივარი; გააუქმოს კომუნიკაციის კომპანიების გადაწყვეტილება 0,20 ლარის დაქვითვის შესახებ; დაავალოს კომუნიკაციის კომპანიებს არასწორად ჩამოჭრილი თანხა ასახოს აბონენტის ბალანსად და მითითებული უკანონო ქმედებისთვის კომუნიკაციის კომპანიებს დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა".