სოფიო ნიკოლაიშვილის ინტერესების დასაცავად სისხლის სამართლის საქმეში მეორე ადვოკატი მამუკა ნოზაძე ჩაერთო. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაკავებულის მამამ დავით ნიკოლაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ადვოკატი საქმის მასალებს უკვე გაეცნო და სასამრთლო პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რაზედაც სოფიო ნიკოლაიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა განიხილონ.
გურჯაანის რაონული სასამართლო სოფიო ნიკოლაიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას, დღეს 14:00 საათზე განიხილავს. სოფიო ნიკოლაიშვილს ბრალი ედება პოლიციის თანამშრომლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და იარაღის უკანონოდ ტარებაში. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. პროკურატურა მის დაპატიმრებას ითხოვს.