„ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსე გვარდიოლა, გუშინ გამართული, ესპანეთის თასის ნახევარფინალის შედეგით „ვალენსიასთან", კმაყოფილი დარჩა. მესტალიაზე გამართული შეხვედრა, ფრედ, 1:1 დასრულდა.
„მოხარული ვარ, რომ მატჩის ფრედ დასრულდა. ეს ხელს გვაძლევს, შედარებით დამშვიდებულები შევხვდეთ მატჩს ნოუ კამპზე. რა თქმა უნდა, საკუთარ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და ვეცდებით ეს ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოვახერხოთ. ჩემი სურვილია, ნოუ კამპი ბოლომდე შეივსოს, რათა ყველამ საკუთარი თვალით ნახოს ჩვენი ფინალში გასვლა,"- განაცხდა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ განმაორებით მატჩი ნოუ კამპზე, „ბარსელონასა" და „ვალენსიას" შორის, 8 თებერვალს გაიმართება.