14-წლიანი პაუზის შემდეგ „ლაციომ", სერია ა -ს ფარგლებში, პირველად დაამარცხა „მილანი". „სტადიო ოლიმპიკოზე" გამართულ შევედრაში ფავორიტებად მილანელები ითვლებოდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ღირსეულად ითამაშეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. პირველი ტაიმი უმეტესად მშვიდ ტემპში მიმდინარეობდა და უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმის შუაწელს, რომაელთა კარგად გათამაშებული კომბინაციის შედეგად, ერნანდესმა ანგარისი გახსნა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე „ლაციოს" კაპიტანმა ტომაზო როკიმ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა და გუნდის ტიფოზებს დიდი სიახარული მიანიჭა. ამ გამარჯვებით, „ლაციო" მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო „მილანმა" პირველ ადგილზე გადასვლის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან.