საკალათბურთო კლუბი „შსს - აკადემია" საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრეს მნიშვნელონად გაძლიერებული ხვდება. რამდენიმე დღის წინ გუნდმა წარმოადგინა ახალი მწვრთნელი, ბერძენი გიორგიოს კეცელიდისი, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი ლეგიონერებითაც გაძლიერდება.
გუნდს მალე შეემატებიან ახალგაზრდა კალათბურთელები, ენტონი მუდი და ჯასტინ ტაბსი. იგეგმება მესამე ლეგიონერის ჩამოყვანაც.
22 წლის ენტონი მუდი ბოლოს D ლიგაში თამაშებდა, რომელიც შეერთებულ შტატებში ნბა-ს ქვედა ლიგად ითვლება. მუდი იქ საშუალოდ 12,5 წუთში 4,5 ქულას, 1,3 მოხსნას და 1,2 პასს აგროვებდა. 24 წლის ჯასტინ ტაბსიც ერთ-ერთ ქვედა ლიგაში თამაშობდა და საშუალოდ 23,7 წუთში, 19,0 ქულას, 3,7 მოხსნას, 1,8 პასს და 1,2 ჩაჭარს აგროვებდა.
მუდი სიმაღლით 183 სანტიმეტრია, ხოლო ტაბსი 190. ამ ორმა უკანახაზელმა „შსს - აკადემიაში" უნდა შეავსოს კიდევ ერთი ამერიკელის, სამშობლოში პირადი მიზეზით დაბრუნებული რობერტ კრეპსის ადგილი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული უცხოელი იყო.
საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე 3 თებერვალს განახლდება. „შსს - აკადემიას" პირველი თამაში „ბათუმთან" გასვლაზე უწევს და ახალწვეულების გარეშე ითამაშებს. ამერიკელები სავარაუდოდ 4 თებერვალს ჩამოვლენ თბილისში.