დავით თარგამაძემ პირველი მატჩი ჩაატარა დონეცკის „შახტარის" მაისურით. ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა უკრაინულმა კლუბმა ამხანაგურ შეხვედრაში 1:2 წააგო ნორვეგიულ „ოდ გრენლანდთან". თარგამაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ 63-ე წუთზე შეცვალა, როცა ანგარიში 1:1 იყო.
„შახტარი" ესპანეთში კიდევ არაერთ საკონტროლო მატჩს გამართავს და 22 წლის ქართველ ფეხბურთელს კიდევ მიეცემა უკრაინულ კლუბში თავის დამკვიდრების შანსი. ლუჩესკუ მას აკვირდება და უახოეს მომვალში გადაწყვეტს, დაიტოვოს თარგამაძე თუ მარიუპოლის „ილიჩევეცში" დააბრუნოს.
თარგამაძე „შახტარის" საკუთრებაა, მაგრამ ამ გუნდში დღევანდლამდე მატჩი არ ჩაეტარებინა, „ილიჩევეცში" იჯარით იყო გაშვებული და იქ საკმაოდ წარმატებითაც გამოდიოდა.