დღეს, 2 თებერვალს, 12:30 საათზე, გერმანულ სახლში (ელენე ახვლედიანის აღმართი №4) იმართება სამინისტროების, მთავრობის კანცელარიის და კონტროლის პალატის შიდა აუდიტების უფროსების შეხვედრა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის ექსპერტებთან.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა იმართება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით და ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით.
შეხვედრის საუბრის თემაა სახელმწიფო ფინანსების ეფექტურად მართვა, ამ კუთხით შიდა აუდიტის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება