ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუას ბრძანება უკვე ძალაშია.
ბრძანების თანახმად, ქუთაისში, თბილისის ქ. №1-ში მდებარე შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის წერილისა და სტრატეგიული და მეთოდოლოგიური სექციის მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოეხსნა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განუმარტეს, მუზეუმიდან ექსპონანტები ახლა შენობაშია გადატანილი.
"ეს შენობა ძალიან ძველია და ამიტომ მოხდა ექსპონანტების გადატანა ახალ შენობაში, ამის შემდეგ კი ამ შენობას არანირი კულტურული ძეგლის ღირებულება არღარ ჰქონდა და შესაბამისად სტატუსიც მოეხსნა", - განამარტეს სამინისტროში.
მათი ინფორმაციით, ეთნოგრაფიული მუძეუმის ყოფილი შემობა ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსაზეა, შესაბამისიად, მათთვის უცნობია რა ბედი ეწევა მას.
შეგახსნებთ, რომ კანონის თანახმად, ძეგლისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ იგი განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ დაკარგა ისტორიული ან კულტურული ღირებულება, რომლის აღდგენა შეუძლებელია, ან, მეცნიერული (მეთოდოლოგიური) კრიტერიუმებით, დაკარგა ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი.