ილტოს ხეობის 5 სოფელი ისევ გარესამყაროს არის მოწყვეტილი. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ზურაბ ირემაძემ განუცხადა, ღამის 2 საათიდან ამ დრომდე ხეობაში გადაუღებლად თოვს.
„გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ თოვს და გაწმენდას ვერ ვასწრებთ", - აღნიშნა ზურაბ ირემაძემ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ომარ მარუქაშვილის თქმით, თოვლის საფარი 16 კილომეტრზე იყო გასაწმენდი, ჯერ მხოლოდ 10 კილომეტრია გაწმენდილი.