მიმდინარე თვის განმავლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს "სახელმწიფო საზღვრის" დარღვევის ბრალდებით 15 ადამიანია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით დაკავებულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებმაც ე.წ. სახელმწიფო საზღვარი სამეურნეო მიზნებით გადმოკვეთეს.
"ამას გარდა, დაკავებულია ასევე 10 მდე სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი", _ იუწყება ოსური მედია და აღნიშმავს, რომ საქმის დეტალებში გასარკვევად ყველა დაკავებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურშია გადაყვანილი.