რამდენიმე თვეში ხულოში სოციალური სახლი გაიხსნება, რომელშიც მარტოხელა და სტიქიით დაზარალებული 18 ოჯახი დაიდებს ბინას. მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ყოფილი შენობის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო. სარემონტო სამუშაოებისთვის 228.5 ათასი ლარი გამოიყო, მშენებლობა გაზაფხუზე დასრულდება.
"ცუდი ბუნებრივ-კლიმატური პირობების მიუხედავად ყველა სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, სოციალურად დაუცველი და სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესება. ამ მიმართებით პირველი ნაბიჯი ხულოში უკვე გადაიდგა. წელსვე დაიწყება ქედისა და შუახევის ყოფილი საავადმყოფოების შენობების რეაბილიტაციაც. გარდა ამისა, ბათუმში იგეგმება 4 მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ დაბა ხულოში სოციალური სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულებისას.