ხვალ, 31 იანვარს, ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება, ერთმოქმედებიანი პიესის "ყოფილების სარეცელი" ავტორი და რეჟისორი ირაკლი სამსონაძეა. სამსახიობო დასი სპექტაკლისთვის უკვე თვე-ნახევარია ემზადება.
სამსონაძე რეჟისორის რანგში პირველად წარდგება. მთავრ როლებს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები ნოდარ იაკობაძე და ეკა ჩავლეიშვილი ასრულებენ.
სპექტაკლი "ყოფილების სარეცელი" საქართველოს თეატრალური საზოგადოების აჭარის განყოფილებისა და ბათუმის დრამატული თეატრის ერთობლივი პროექტია.