თბილისი.21.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". თბილისის შს მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის წევრები: 1977 წ.დ. შოთა ძამაშვილი და 1979 წ.დ. გოჩა კოხრეიძე, რომლებიც სპილენძისგან ამზადებდნენ საიუველირო ნაკეთობებს და რეალიზაციას უკეთებდნენ, როგორც ძვირფასი ლითონის სამკაულებს.
აღნიშნული ნივთებს ეჭვმიტანილები ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მდებარე ლომბარდში აბარებდნენ. დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული.
გამოძიება მიმდინარეობს საქ. სსკ-ის 19-180-ე მუხლით.