დღეს, 28 იანვარს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი'' საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოს ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს, რომელზედაც ორგანიზაციამ 27 იანვარს მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღო.