პაკისტანელი თალიბების გავლენიანმა ლიდერმა პოლიციისათვის ჩაბარებას სიკვდილი არჩია და წუხელ თავი აიფეთქა. აფეთქებას შედეგად რვა პოლიციელის დაჭრა მოჰვა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლიციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით პაკისტანური ტელევიზია ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, პაკისტანულ ქალაქ პეშავარაში პოლიცია, პაკისტანელი თალიბების ერთ ერთი გავლენიანი ლიდერის, მოძრაობა "ტეხრიკ-ე ტალიბან-ე პაკისტან"-ის ხელმძღვანელის მეთაურ ირფანის შეპყრობის სპეცოპერაციას ატარებდა.
პოლიციელებმა სახლხს სადაც ბოევიკი იმყოფებოდა ალყა შეამოარტყეს. თავდაპირველად მეთაურმა წინაღმდეგობის გაწევა სცადა და ცეცხლი გახნა, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ კი თავი ხელყუმბარით აიფეთქა.
სპეცოპერაციის შედეგად რვა პოლიციელი დაიჭრა, მათ შორის სამი მძიმედ. ასევე დაკავებულია თალიბების ლიდერის ოთხი თანამზრახველი. სახლში კი ადაც ისინი იმალებოდნენ, აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი და რამდენიმე ე.წ. შაჰიდის ქამარი.