ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, პირველ საჯარო სკოლასთან ახლოს მგელი მოკლეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჩოლოყაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, გამგეობის თანამშრომლები ქალაქში მაწანწალა ძაღლების დასახოცად იყვნენ გამოსულები და მგელი ძაღლი ეგონათ.
ადგილობრივების თქმით, ქალაქის ცენტრში მგელი აქამდე არასდროს უნახავთ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მგელი მოკლეს გურჯაანის ცენტრშიც, თავისუფლების ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიის წინ.