დღეს, 21 იანვარს, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ტანერ ილდირი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბათუმს ეწვევა. იგი შეხვედრას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან ნიკოლოზ რურუასთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვაშალომიძესთან გამართავს.
თურქეთის დელეგაცია საქართველოში ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით 19 იანვარს ჩამოვიდა.