გუშინ ესპანეთის თასის მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს,"სანტიაგო ბერნაბეუზე", მადრიდის „რეალი" და „ბარსელონა" დაუპირისპირდნენ. კვლავ არ გამართლდა მადრიდელთა მოლოდინი, რომ დაამარცხებდნენ „ბარსელონას", გვარდიოლას შეგირდებმა მეტოქე 2:1 დაამარცხა.
მატჩი „ბარსელონას" უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მადრიდელთა ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს, პორტუგალიელმა რონალდომ, პინტოს შეცდომის წყალობით, „რეალი" წინ გაიყვანა. პირველი ტაიმი „ბარსას" შეტევებით წარიმართა, მაგრამ „რეალი" კარგად იცავდა თავს და ანგარიში შეინარჩუნა.
მეორე ტაიმის დებიუტში, „ბარსელონამ" კუთხური მოაწოდა, სადაც კარგად ითამაშა გუნდის კაპიტანმა კარლეს პუიოლმა და ანგარიში გაათანაბრა. გაშვებული გოლის შემდეგ „სამეფო" კლუბის ფეხბურთელები შეტევაზე გადავიდნენ, მაგრამ გოლი მაინც საკუთარ კარში მიიღეს. ლიონელ მესის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, ერიკ აბიდალმა, კარიერაში მესამე, გოლი გაიტანა. აღსანიშნავია მადრიდელთა მცველის, პეპეს საქციელი, რომელმაც წაქცეულ მესის შეგნებულად დაადგა ფეხი ხელზე, რომელიც მსაჯებმა ვერ დაინახეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ბარსელონას ხელმძღვანელობა აპირებს საჩივარი შეიტანელოს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში, რათა დიკვალიფიცირებულ იქნას პორტუგალიელი.
ამ გამარჯვებით, ორრაუნდიან დაპირისპირებაში, ბარსელონამ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. განმეორებით მატჩი, 25 იანვარს, კამპ ნოუზე გაიმართება.