საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" "მარბელას თასზე" პირველი მატჩი რუსეთის ცსკა-სთან მოუწევს. ესპანეთის კურორტზე თებერვალში დაგეგმილი ამხანაგური ტურნირის კენჭისყრამ ქართულ კლუბს მეოთხედფინალში შეახვედრა ის გუნდი, რომელიც მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა და იქ მადრიდის "რეალს" უნდა შეხვდეს.
"დინამო" და ცსკა ერთმანეთს 3 თებერვალს ეთამაშებიან, ამ გუნდების შემდგომი მეტოქეები კი პოლონური "ლეხი" და რუსული "კრილია სოვეტოვი" იქნებიან. თუ "ზესტაფონმა" ცსკა-ს დამარცხება შეძლო, ნახევარფინალში "ლეხსა" და "კრილიას" შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო თუ წააგო, ისევ ამ წყვილში დამარცხებულთან მოუწევს თამაში.
"მარბელას თასზე" რვა გუნდი მონაწილეობს და რვავე ადგილი თამაშდება. მეოთხედფინალში გამარჯვებულები ნახევარფინალში გააგრძელებენ ზედა ადგილებისთვის ბრძოლას, დამარცხებულები კი ქვედა ოთხ ადგილს გაითამაშებენ.