მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრისტიანო რონალდომ, ინგლისის პრემიერლიგა ესპანეთის პრიმერა დივიზიონს შეადარა. მისი განცხადებით, ამ ორ ჩემპიონატს შორის დიდი განსხვავებაა.
„პრემიერლიგაში კონკურენცია უფრო მაღალია, ვიდრე "ლა ლიგაში". ესპანეთში უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. ფეხბურთელებს უყვართ ბურთის დიდხანს კონტროლი", - განაცხადა რონალდომ.
"ინგლისში უფრო ინტენსიური თამაშია, სადაც მსაჯები ფეხბურთელებს მეტ თავისუფლებას აძლევენ. დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივი გულშემატკივარი ამით ძალიან კმაყოფილია", - აღნიშნა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ კრისტიანო რონალდო 2003-2009 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა. პრემიერლიგაში თამაშისას პორტუგალიელმა 192 თამაშში, 84 გოლი გაიტანა.