დღეს, 18 იანვარს, 14:30 საათზე ქუთაისის ცენტრალური სტადიონის სადღესასწაულო დარბაზში „ვისოლ ჯგუფი" „ტორპედო ქუთაისის" გუნდის ახალ შემადგენლობას წარადგენს და ვეტერან ფეხბურთელებს სევასტი თოდუასა და გიორგი მეგრელაძეს საზეიმო გამოსამშვიდობებელ საღამოს მოუწყობს.
„ვისოლ ჯგუფის" სახელით სევასტი თოდუასა და გიორგი მეგრელაძეს სპეციალურად მათთვის შექმნილი „ოქროს ბუცი" გადაეცემათ. საქართველოში #1 მწვრთნელის გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ლეგენდარული კლუბი დღესდღეობით წარმატების ასპარეზობს უმაღლეს ლიგაში და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ადგილზეა. „ტორპედო ქუთაისში" გია გეგუჩაძის მოსვლიდან მხოლოდ სამი თვე გავიდა. გუნდმა კი ამ ხნის განმავლობაში 14 ოფიციალური მატჩიდან ცხრა მოიგო და სამი ფრედ დაასრულა