ესპანეთში შეკრებაზე მყოფი თბილისის "დინამო" დღეს მორიგ ამხანაგურ თამაშს გამართავს.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ესპანეთის პრემერადივიონის კლუბს, "ესპანიოლს" დაუპირისპირდება.
როგორც "დინამოს" ოფიციალური საიტი იუწყება, მატჩი 19:30 საათზე ბარსელონაში, სან კუგატის საწვრთნელ ცენტრში გაიმართება.
"დინამო" ესპანეთსი 13 იანვარს გაემგზავრა. პირველი მატჩი მათ ადგილობრივი "კაბილიას" წინააღმდეგ გამართეს და 1:0 დაამარცხეს მეტოქე.