იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" "პორტოს" ფეხბურთელის, ჰალკის გადაბირებით არის დაინტერესებული და ფეხბურთელის მსურველთა კლუბების რიცხვში ჩაეწერა.
ჰალკისადმი ინტერესს "ჩელსი", "პსჟ" და "ინტერი" იჩენენ, ახლა კი მათ "ბარსელონა" შეემატა. ბრაზილიელის თავის გუნდში ხილვა სურს პეპ გვარდიოლას, რომელსაც ჯერ არ გაუფორმებია ახალი კონტრაქტი "ბარსელონასთან".
სავარაუდოდ, თუ გვარდიოლა მომავალ სეზონში ესპანურ კლუბს უთავკაცებს, ჰალკი ზაფხულში აუცილებლად მოირგებს ბარსელონას ფორმას.