თელავის რაიონის სოფლებში ნაფარეულსა და კონდოლში ხანძრის შედეგად რამდენიმე ჰექტარი ვენახი დაიწვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ახალმოსულიშვილმა განუცხადა, ვენახებს ცეცხლი მოსახლეობის დაუდევრობის გამო გაუჩნდა.
„ხანძრის შედეგად ვენახის მეპატრონეებს სერიოზული ზარალი მიადგათ. სოფელ კონდოლში ცეცხლმოკიდებული ვენახი ტყესთან ახლოს მდებარეობდა. არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი ტყესაც გადასდებოდა. თუმცა, ხანძრის ლოკალიზება დროულად შევძელით. სოფელ ნაფარეულში კი ვენახს ცეცხლი გამხმარი ბალახებიდან გაუჩნდა," - აღნიშნა ლევან ახალმოსულიშვილმა.
ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსის მოადგილე მოსახლეობას უფრო მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები