ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2011 წლის საუკეთესო არბიტრების სია გამოაქვეყნა. პირველ პოზიციაზე უნგრელი ვიქტორ კაშაი გავიდა, რომელმაც გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იმსაჯა: ჩემპიონთა ლიგის ფინალი, "ბარსელონა"-"მანჩესტერ იუნაიტედი".
საუკეთესო შვიდეული კი ასე გამოიყურება:
1. ვიქტორ კაშაი (უნგრეთი) – 138 ქულა
2. ჰოვარდ ვები (ინგლისი) – 103
3. რავშან ირმატოვი (უზბეკეთი) – 97
4. ვოლფგანგ შტარკი (გერმანია) – 67
5. ფრანკ დე ბლეკერი (ბელგია) – 63
6. მასიმო ბუზაკა (შვეიცარია) – 40
7. ველასკო კარბალიო (ესპანეთი) – 40
მასალის გამოყენების პირობები