ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა, რომელიც მსოფლიოს 86-ე ჩოგანია, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში 15 წლის ავსტრალიელი, ეშლი ბარტი დაამარცხა. ბარტი მსოფლიოს 674-ე ჩოგანია და ტატიშვილმა მას ორ სეტში - 6:2 7:6 მოუგო.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელი შემდეგ წრეში შესაძლოა მსოფლიოს პირველ ჩოგანს, დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის დაუპირისპირდეს. პირველი წრის შეხვედრას ვოზნიაცკი დღეს, ანასტასია როდიონოვასთან გამართავს.