უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ გასცა განკარგულება, უზრუნველყოფილი იქნეს შესწავლა და გაშუქება უკრაინის მსროლელთა სამხედრო ფორმირების მიერ გაწეული ღვაწლისა უკრაინის სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საქმეში. ვიქტორ იუშჩენკოს განკარგულების მიხედვით, ასევე სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა იყოს აყვანილი უკრაინის მსროლელთა სამხედრო ფორმირებების მიერ მთა მალაკოვკაზე მოპოვებული გამარჯვების 95-ე წლისთავის აღნიშვნა 2010 წელს.
აღნიშნული განკარგულებით გათვალისწინებულია საზეიმო ღონიძიებების ჩატარება კიევსა და ლვოვში, ასევე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება. მაისში ლვოვის ოლქის სკოლესვსკი რაიონში მდებარე მთა მაკოვკაზე ჩატარდება საერთო უკრაინული ახალგაზრდული პატრიოტული აქცია. იუშჩენკომ ასევე გასცა განკარგულება შექმნილიყო სამეცნიერო ლიტერატურა ამ თემაზე, გაიმართოს გამოფენები და გადაღებულ იქნეს დოკუმენტური ფილმი უკრაინის მსროლელთა სამხედრო ფორმირებების მოღვაწეობის შესახებ. განკარგულებით ასევე გამოიშვება მარკები და კონვერტები, რომლებიც მაკოვკას მთაზე უკრაინის მსროლელთა სამხედრო ფორმირებების რუსულ არმიაზე გამარკვების 95-ე წლისთავს მიეძღვნება.
მთავრობასა და აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს დაევალათ ქუჩებისა და სკვერებისთვის, პროსპექტებისა და მოედნებისთვის უკრაინის მსროლელთა სამხედრო ფორმირებები სახელის მინიჭება.
უკრანის მსროლელთა სამხედრო ფორმირებები პირველად ავსტრია-უნგრეთის იმპერიის არმიის დანაყოფები იყვნენ. ეს დანაყოფები პირველი მსოფლიო ომის დროს შეიქმნა ავსტრია-უნგრეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელებისგან. აღნიშნული დანაყოფები ავსტრია-უნგრეთის ჯარის შემადგენლობაში 129-ე, 130-ე და 55-ე ქვეითი დივიზიის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, რომლებიც რუსულ არმიასთან გამართულ ბრძოლებში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ მათ პირველი ბრძოლები ყუბანელ კაზაკებთან გამართეს.
აღსანიშნავია, რომ მთა მაკოვკაზე ბრძოლა 1915 წლის აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყიში გაიმართა. რუსულმა არმიამ ამ რაიონში იერიში 28-29 აპრილს დაიწყო და ფრონტი გაარღვია. ერთმა პოლკმა მთის ნაწილის დაკავება შეძლო, თუმცა უკრაინის მსროლელთა სამხედრო ფორმირებების კონტრიერიშის შედეგად რუსულმა ჯარმა უკან დაიხია. უკრაინელი ისტორიკოსების მონაცემებით, ამ ბრძოლების გამო 173 რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი ტყვედ ჩავარდა.