"პროლეტარიატის ბელადი ვლადიმერ ილიას ძე ლენინი ნეიროსიფილისისგან გარდაიცვალა და არა ინსულტისგან", _ აცხადებს ბრიტანელი ისტორიკოსი ჰელენ რაპაპორტი.
რაპაპორტმა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში დაცულ დოკუმენტებში აღმოაჩინა ლენინის დაავადების ჭეშმარიტი ბუნების შესახებ არსებული ჩანაწერი. აღნიშნული დაკვნა გამოჩენილ რუს მეცნიერს ივან პავლოვს ეკუთვნის.
ივან პავლოვი ნობელის პრემიის ლაურეატია, იგი ცნობილი იყო თავისი ექსპერიმენტებით, რომლებსაც ძაღლებზე ატარებდა. ერთხელ თავის კოლეგასთან საუბრისას პავლოვმა თქვა, რომ "რევოლუცია ტვინში სიფილისის მქონე შეშლილმა მოახდინა".
"პავლოვი იცნობდა ცნობილ მეცნიერებს, რომლებიც შეკრიბეს 1924 წელს ლენინის სიკვდილის შემდეგ მისი ტვინის გამოსაკვლევად. ყველა მეცნიერი ამ დიაგნოზს დაეთანხმა, თუმცა, რა თქმა უნდა, არც ერთი მათგანი ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობდა", _ წერს რაპაპორტი.