. რუსეთის დუმის დეპუტატს, ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის წევრს ვლადიმერ ჟირინოვსკის და ნატოს ასსამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობის მისაღებად ლატვიაში შესვლას აუკრძალავენ. ნატოს ასსმბლეის საგაზაფხულო სესია რიგაში 2010 წლის 28 მაისს გაიხნება და 1 ივლისამდე გასტანს. ინფორმაციას ამის შესახებ "novonews.lv" ავრცელებს.
"იმ შემთხვევაში თუკი ჟირინოვკის "შავ სიაში" შეიყვანენ, იგი ლატვიაში ვერავითარი პირობებით ვერ შემოვა",_ აცხადებს ლატვიის შს მინისტრი ლინდა მურნიეცე.
"LibyMax"-ის ინფორმაციით, კი ნატოს ასსამბლეაზე ლატვიის დელეგაციის წევრმა აინარს ლატკოვკისმა განაცხადა, რომ ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის ლიდერი დელეგაციის შემადგენლობაში ხმის უფლების გარეშე შედის, თუმცა მას მაინც შეუძლია "გამოვიდეს შოვინისტური განცხადებებით".