საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" აპარატის უფროსი, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დათო ლორთქიფანიძე დღეს რაიონის სოფელ მიქელეფონის მოსახლეობას შეხვდა. სოფლის მცხოვრებლები საშუალო სკოლაში მხოლოდ 3 კლასის დატოვებას და ე. წ. ოპტიმიზაციის პროცესს აპროტესტებენ.
„მიქელეფონის სკოლა მეზობელი სოფლის, ტობანიერის სკოლას შეუერთდა, რის შემდეგაც ბავშვებს ყოველდღიურად 14-15 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. ტობანიერის სკოლის დირექტორი ვანის გამგებლის მამაა და როგორც ხალხი ამბობს, ოპტიმიზაციაც სწორედ ამ ნიშნით განხორციელდა" - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული თანხების (80 ათასი ლარის) ხარჯვის გაუმჭვირვალობას აპროტესტებს და საგამოძიებო ორგანოებს ამ საკითხის მოკვლევას თხოვს.