თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა იავნიშვილისა და ეკატერინა ხევდელიძის სარჩელთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებაზე განმარტებაა გააკეთა.
როგროც საქალაქო სასამართლოში გამართულ პრეკსონფერენციაზე სპიკერ მოსამართლე ეკა არეშიძემ განმარტა, თბილისს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
მისი თქმით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ეკატერინე ხვედელიძესთვის საქართველოს მოქალაქოების შეწყვეტის ნაწილში, ხოლო ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეები ოთხოვდნენ პრეზიდენტის იმ ბრძანებულების ბათილად ცნობას, რომლითაც მათ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ.
"სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანიერ საფუძველს, რადგან "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის "დ" პუნქტის თანახნმად, პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას თუ მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას.
ეკატერინე ხვედელიძესთან მიმართებით კი სასამართლომ აღნიშნა, რომ რადგან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების დროს იგი უკვე იყო, როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის ფაქტის მოგვიანებით შეტყობინება სამართლებრივად ვერ გაუთანაბრდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ ეკატერინა ხვედელიძის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას და ამდენად, ბიძინა ივანიშვილისგან განსახვავებით, ეკატერინა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, არ შეესაბამება კანონდებლობას. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებიით მართებულად არ მოხდა ბიძინა ივანიშვილისა და ეკატარინა ხვედელიძის ინფორმირება და მათი აღნიშნულთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა, რადგან ამგვარი ვალდებულება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტს კანონმდებლობით არ გააჩნიათ", - განაცხადა ეკა არეშიძემ.
მისი თქმით, საქმის არსებითი განხილვისთვის მოსარჩელეთა (მათი წარმომადგენლები) სათანადოდ მომზადების უზრუნველსაყოფად საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების შესაბამსიად 2011 წლის 5 დეკემბერს ჩატარდა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა, ხოლო სასამართლოს მთავარი სხდომები ჩატარდა 2011 წლის 12, 20 და 22 დეკემბერს. არეშიძისვე განმარტებით, თბილსის საქალაქო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპილაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, თბილისის სააქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.