საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთს ესტუმრა, სადაც ახალი მრავალპროფილიანი საავადმყოფო გახსნა. 50-საწოლიანი კლინიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი.
სააკაშვილის თქმით, ახალი ჰოსპიტალი გამორჩეულია იმითაც, რომ გურიის რეგიონის მოსახლეობას პირველად მიეცემა კომპიუტერული ტომოგრაფითა და ციფრული რენტგენოგრაფით სარგებლობის შესაძლებლობა. საავადმყოფოს აქვს ამბულატორიული, თერაპიული, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების, ქირურგიული და სხვა განყოფილებები, სადაც ადგილობრივები კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.
ჰოსპიტალური განვითრების პროგრამის ფარგლებში, კლინიკა სადაზღვევო კომპანია "ალფამ" ააშენა და იქ დასაქმებულია 150 კვალიფიციური სპეციალისტი.