ბათუმის მერიის სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის სამსახური წელს დამატებითი მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას იწყებს. უკვე არსებულ სხვადასხვა სახის 15 პროგრამას სამი ახალი პროგრამა დაემატა.
წელს ქალაქის მუნიციპალიტეტი დააფინანსებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მეორე და მესამე შვილებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე, დაღუპული და დაინვალიდებული პირების ბავშვთა სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებებში სწავლას; მერიის დაქვემდებარებაში მყოფი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევას, 70-იდან ასი ათასამდე სარეიტიგნო ქულის მნქონე მრავალშვილიან, მარტოხელა და უდედმამო ოჯახების 16 წლამდე ასაკის ბავშვთა გლანდების ოპერაციას; ასევე ნულიდან 57 ათასამდე მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ერთჯერად მატერიალურ დახმარებას.
მიზნობრივ პროგრამებს მერიის სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის სამსახური რამდენიმე წელია ახორციელებს. წელს პროგრამების საერთო ბიუჯეტი 2 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს.