აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. ირაკლი მოდებაძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
სამმართველოს ყოფუილი უფროსის დავით ფირცხალაიშვილის გადადგომის მიზეზად მუშაობის დროს დაგროვილი შენიშვნები და ხე-ტყის მოვლასთან დაკავშირებული დარღვევები დაასახელა. ფირცხალაიშვილი თანამდებობაზე 2009 წლის 22 ივნისს დაინიშნა, მან ირაკლი ჭავჭანიძე შეცვალა.
რაც შეეხება ირაკლი მოდებაძეს, იგი გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის უფროსი იყო.