„დიო" იუბილარია, კომპანია წელს დაარსების 15 წლის იუბილეს ზეიმობს. დაარსებიდან 15 წლის იუბილე "დიომ" კორპორატიულ კლიენტებთან და პარტნიოერებთან ერთად აღნიშნა. დაბადების დღესთან ერთად კომპანიამ საგამოფენო დარბაზის პრეზენტაციაც მოაწყო და საპატიო სტუმრები თანამშრომლობის სიგელითაც დაჯილდოვა. იუბილეზე წარმოდგენილი იყო ასევე ფარდა-ჟალუზების განახლებული კოლექცია და მასთან ერთად სხვა ახალი პროდუქტები.
საღამოს მუსიკალურად სალომე ბაკურაძე და მისი ბენდი აფორმებდნენ.
"2011 წელი "დიოსთვის" მთლიანად საიუბილეო წელი იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ წლის ბოლოს ჩვენი კომპანიის დაარსებიდან 15 წლისთავი აღგვენიშნა. 2011 წელი "დიოსთვის" საკმაოდ წარმატებული წელი იყო. წელს გვაქვს 27 %-იანი ზრდა, რაც დღეისათვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, რადგანაც იყო პერიოდი, როცა სახეზე იყო კლება. 2008 წლის შემდეგ იყო კრიზისის წლები. "დიოს" მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა კომპანიამ კრიზისი დაძლია და წინ მიიწევს. გავხსენით ახალი წარმოება და საგამოფენო დარბაზი. ვცდილობთ, რომ ახალი ძალებითა და ახალი ენერგიით ვიმუშაოთ. 2011 წელი ფინანსურად ჯერ შეფასებული არ გვაქვს, რადგანაც მოგეხსენებათ წელი ჯერ არ დასრულებული. 2011 წელს, ჩვენი პროდუქციიდან, ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობდა ფრანგული კომპანია BARRISOL-ის გასაჭიმი ჭერი. წელსვე პოპულარული იყო ასევე ე.წ. სკრინ როლეტი ჟალუზები"- აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "დიოს" დამფუძნებელმა.
"დიო" - ეს არის მაღალი რეპუტაციის მქონე ქართული კომპანია, რომელიც 2004 წლიდან ფლობს ISO 9001:2008 ხარისხისა და მენეჯმენტის სერტიფიკატს.
შპს,,დიო" უმაღლესი ხარისხის ევროპული მასალებისგან აწარმოებს შემდეგ პროდუქციას: PVC კარ-ფანჯრებსა და მზისგან დამცავ სისტემებს - ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ ფარდა-ჟალუზებს, ტენტებს, რომაულ ფარდებსა და ფარდა როლეტებს. აგრეთვე, ავტოფარეხის კარს დისტანციური მართვით, გარე დამცავ ჟალუზებს, ფრანგულ გასაჭიმ ჭერს, ჭიშკრის ძრავსა და შლაგბაუმებს.
,,დიოს" პროდუქციის მომხმარებლები არიან როგორც კერძო პირები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მთელი საქართველოს მასშტაბით.
შპს `დიო"-ს მფლობელობაშია ახალაშენებული, უმაღლესი ხარისხის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა საქართველოს დედაქალაქ თბილისში. კომპანიას აქვს რეგიონალური ოფისები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში - ქუთაისში, ბათუმსა და თელავში.