"თეგეტა მოტორსი" აღნიშნავს დაარსებიდან 16 წლისთავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის სათავო ოფისის მსუბუქი ავტომობილების მომსახურების ცენტრში 16 დეკემბერს, 20:00 საათზე (მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12-ე კმ, #5), გაიმართება საზეიმო ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან კომპანიის მომხმარებლები, პარტნიორები, თანამშრომლები და საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე მოხდება კომპანიის მიერ მიღწეული შედეგების შეჯამება და შედგება ახალი მისიის პრეზენტაცია. 16-წლიანი ისტორია, გამოცდილება და შედეგები, სპიკერი - კომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი მშვილდაძე. ახალი მისიის და სტრატეგიული ხედვის პრეზენტაცია, სპიკერი - კომერციული დირექტორი ავთანდილ წერეთელი.
ღონისძიებაზე მოხდება მსუბუქი ავტომობილების მომსახურების ახალი ცენტრის პრეზენტაცია, რომელიც სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ეს არის პირველი ავტო სერვისცენტრი ამიერკავკასიაში, სადაც ავტომობილის უმაღლესი სტანდარტებით ტექნიკური მომსახურება და მომხმარებლის სრული კომფორტი ერთ სივრცეშია წარმოდგენილი.
ღონისძიების სტუმრებისთვის გათვალისწინებულია ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი. საღამოს მიმდინარეობისას მათ შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საზეიმო გათამაშებაში, რომელშიც გათამაშდება 16 პრიზი.
"თეგეტა მოტორსი" ცნობილი ბრენდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. კომპანიის არსებობის 16 წლის განმავლობაში ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებით და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლებით. კომპანიის მენეჯმენტი ხორციელდება პროგრამული მართვის მოწინავე გერმანული სისტემის SAP-ის მეშვეობით. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატს ISO 9001:2008, არის მრავალგზის ოქროს ბრენდის ჯილდოების მფლობელი. კომპანია დაარსდა 1995 წელს და ფუნქციონირებდა "ავტოექსპორტის" სახელით. 2001 წელს მას დაერქვა "თეგეტა მოტორსი" და გარდაიქმნა ჰოლდინგად, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. აქვს 16 ფილიალი, რომლებიც თბილისში და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი თანამშრომელი. "თეგეტა მოტორსი" უნივერსალური კომპანიაა, რომელიც კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს მაღალხარისხიანი ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც გულისხმობს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით.